კიევში გამართულ შეხვედრაზე აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ 700 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს სამხედრო დახმარებისთვის.
თანხის დაახლოებით ნახევარი პირდაპირ უკრაინას გადაეცემა, დანარჩენი კი ნატო-ს წევრებსა და სხვა რეგიონულ მოკავშირეებს შორის გადანაწილდება.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები კიევს 165 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალას მიყიდის.
განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტობი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.
"ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი კიევში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები.
მადლობა შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის",- დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.