რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "ინდია თუდეისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ჯარი მოქმედებს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის.
მისივე თქმით, ახლა სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება. რუსეთი უკრაინაში რეჟიმის შეცვლას არ აპირებს არსებული სპეცოპერაცია ემსახურება იმას, რომ უკრაინელებმა თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდათ ცხოვრება.
"მე არ შემიძლია სერიოზულად განვიხილო ის, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რადგან ის მუდმივად ცვლის თავის თვალსაზრისს დიამეტრალურად- საპირისპირო მიმართულებით.ზელენსკის რომ ეთანამშრომლა და მინსკის შეთანხმებები შეესრულებინა, მაშინ კრიზისი დიდი ხნის წინ მოგვარებული იქნებოდა. დასავლეთმა უღალატა ზელენსკის. მე ვფიქრობ, რომ მათ უბრალოდ ისარგებლეს რუსეთის წინააღმდეგ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გაეძლიერებინათ იგი ნებისმიერი წინადადების უგულებელყოფის სურვილში.
ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ შეუერთდნენ შეზღუდვებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში რეჟიმის შეცვლას, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებმა გადაწყვიტონ, როგორ უნდათ იცხოვრონ.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების ვარიანტს.
უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება. ჩვენი ჯარი მოქმედებს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,"- განაცხადა ლავროვმა.