ევროპარლამენტარები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობენ და ომის დანაშაულად აფასებენ,, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა კახოვკაში კაშხლის დანგრევა, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, გააგრძელოს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსი ოლიგარქების მილიარდობით ღირებულების გაყინული ფინანსური აქტივი უკრაინის აღდგენას მოახმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 ივნისს, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ მისი განადგურება და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.