ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, რაც დახმარების მეხუთე ტრანშია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად", - წერს ბორელი Twitter-ზე.