უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონეცკის რეგიონში ახლა სასტიკი ბრძოლებია. იქ არსებულ ვითარებას ის ჯოჯოხეთს ადარებს, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მამაცურად ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზებს.
"იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველ დღე უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები გაბედულად იცავენ თავს - უძლებენ ოკუპანტების საშინელ ზეწოლას, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ხაზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი თავდაცვის წყალობით, დონეცკის რეგიონში, ჩვენ შეგვიძლია შეტევითი ოპერაციების ჩატარება სხვა მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც იცავენ უკრაინას ამ განსაკუთრებით მძიმე ბრძოლებში - პავლივკაში, მარინკაში, ავდიივკაში...“ - აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.