უკრაინაში, დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა. ამ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო ავრცელებს.
„ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის განშტოება. ეს განშტოება 2014 წლიდან არ გამოიყენებოდა და სარქველები დაკეტილია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი თავისით მოედინება. ამიაკის ღრუბელი მოძრაობს ნიადაგის ზემოთ სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ“, - განაცხადა მან.