რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მედვედევმა ვოლგოგრადში, ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ცალკეული ეგზალტირებული, სისხლიანი კლოუნები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან რაღაც განცხადებებით და ცდილობენ, დაგვემუქრონ, გულისხმობენ რა თავდასხმას ყირიმზე და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსურს, განვაცხადო, რომ როგორც ჩანს, მათ სრულად ესმით ასეთი განცხადებების შედეგები. შედეგები კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ყველა მათგანისთვის მომენტალურად დადგება განკითხვის დღე, ძალიან სწრაფი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.