უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის პოზიციებზე, ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას „როიტერსი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დადასტურდა, რომ ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ზუსტმა დარტყმებმა გაანადგურა მტრის სამი საარტილერიო სისტემა, ისევე როგორც, საბრძოლო მასალის საწყობი და ათობით ჯარისკაცი“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.