უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში კიდევ 4 ახალი ბუჩა არსებობს ორი - ზაპოროჟიეს, ორი კი ხერსონის მიმართულებით.
"ჯერჯერობით, თემა უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ გენოციდს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი - ხერსონის მიმართულებით. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა "ძმობაზე" შეიძლება ვისაუბროთ? ურთიერთობების აღდგენაც რომ მოხდეს, ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ - ახლა ჩვენი ამოცანა გადარჩენაა,"-აცხადებს ალექსი არესტოვიჩი.