ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა აგრესორებმა 11 მარტს გაიტაცეს, დღეს უკრაინული მხარის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თავისუფალია.
ივან ფიოდოროვს პრეზიდენტი ზელენსკი ცოტა ხნის წინ ტელეფონით ესაუბრა. გავრცელდა მერის და პრეზიდენტის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ვიდეო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გათავისუფლება მიულოცა.
ფიოდოროვმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, იმისთვის, რომ ის ამ რთულ სიტუაციაში არ მიატოვეს და ტყვეობიდან დაიხსნეს. მერე კი ძალების ახსადგენად პრეზიდენტს ორი დღე სთხოვა.
"ჩვენ ჩვენიანებს არ ვტოვებთ! ორ დღეს ვერ შეგპირდები ახალგაზრდა ხარ,"- უპასუხა ზელენსკიმ.
ფიოდოროვის თქმით, ის მალე ჩაერთვება ბრძოლაში, რომელიც უკრაინას გამარჯვებამდე მიიყვანს და მის ქალაქზე კვლავ უკრაინის დროშა აღიმართება, რომელიც ოკუპანტებმა მისი ტყვეობის დროს ჩამოაგდეს.