საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დამცირებული არ იყოს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძებნოს.
მისივე თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად პარიზი მედიატორის როლს შეასრულებს.
"ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან, როცა ომი შეწყდება, შევძლოთ ავაშენოთ ხიდი დიპლომატიით. მე დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია, შეასრულოს მედიატორის ფუნქცია", - თქვა მან.