რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბირთვული ომის საფრთხეს რეალურად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს საკითხი არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება РИА Новости საკუთარ ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
"ბირთვული ომის საფრთხე რეალურია და არ შეიძლება, ის სათანადოდ არ შეფასდეს. შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჩარევით, კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკან დიდი ნაბიჯი გადადგა". – აღნიშნავს სერგეი ლავროვი.