თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო – ასე მიესალმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ტრადიციად ქცეულ დღის შენმაჯამებელ ვიდეომიმართვისას უკრაინას და უკრაინელებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ჰუმანიტარული დერეფნების კუთხით არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.
"დღეს იყო ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელიც უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდითაა. უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე, რუსი სამხედროების მხეცურ ქმედებებზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს ვესაუბრე. დიდი მადლობა მას ომის წინააღმდეგ გამოხატული მკაფიო პოზიციისა და უკრაინისთვის ლოცვისთვის. ვთხოვე, რომ ამ მძიმე დროს ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდეს. მჯერა, რომ ამ ვიზიტის ორგანიზებას მოვახერხებთ...
უკრაინისთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიებია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის. უკრაინის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის მყარი კედელია...
მარიუპოლში 100 ათასამდე ადამიანი სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში, სრულ ბლოკადაში არიან, მედიკამენტების, წყლის, საკვების გარეშე, მუდმივი სროლებისა და დაბომბვის ქვეშ. უკვე 1 კვირაა ყოველდღე ვცდილობთ უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, თუმცა ოკუპანტი ამის საშუალებას არ გვაძლევს. დღეს ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დერეფნები დაიპყრეს. ტყვედ აიყვანეს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და ავტობუსის მძღოლი. არსებული ვითარების გამო, ბერძნულმა მხარემ ჰუმანიტარულ დერეფნებში მონაწილეობა გადაწყვიტა."– განაცხადა ზელენსკიმ.