
ბელარუსიაში, უკრაინის საზღვართან, ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო უკმაყოფილოა რუსი სამხედროების ჩამოსვლით - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ ოკუპანტები მასობრივად ავადდებიან კარვების ქალაქებში ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო და საავადმყოფოები რუსებით არის სავსე.
"ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის რეგიონში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემომავალი ქვედანაყოფები განლაგებულია, სოციალური დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია რუსი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მასიურად ავადდებიან კარვების ქალაქებში მოთავსების არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო. ექიმები იძულებულნი არიან უარი თქვან ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეებზე, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ" - ნათქვამია განცხადებაში.