დეოკუპირებულ ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია ისევ მოქმედებს. ქალაქსა და რეგიონში მუშაობს უკრაინის ეროვნული პოლიცია და უშიშროების სამსახური, - ვიდეომიმართვას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
"ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციები. მოვალეობის შესრულება დაიწყო უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და უშიშროების სამსახურმაც. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური განაღმვის ღონისძიებებს ახორციელებს. ჩვენ ჩართული ვართ, რომ ქალაქი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს", - ამბობს იანუშევიჩი ვიდეომიმართვაში.