აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთის თხოვნაზე, სამხედრო აღჭურვილობის შესახებ, პასუხის გაცემას ჯერ კიდევ განიხილავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, ბრიფინგზე განაცხადა.
,,ჩვენ ეს შეშფოთება გვაქვს. პრეზიდენტმა დააზუსტა, რა შედეგები მოჰყვება, თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ დახმარებას გაუწევს, რადგან ის, სასტიკ თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს არის ის, რასაც ჩვენ და მსოფლიოც ვუყურებთ", - განაცხადა ფსაკიმ.
წყარო : Guardian