რუსმა აგრესორებმა კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კომპლექსი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი "გრადის" ტიპის საბრძოლო სისტემიდან გახსნეს.
"ოუპანტებმა "გრადით" დაარტყეს კიევს (ნივკი), არიან დაღუპულები. არაადეკვატურებო, რას აკეთებთ?!", - წერს გონჩარენკო.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, შევჩენკოვსკის გარდა, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია შენობები სვიატოშინსკის რაიონშიც.