jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ჩვენი წინსვლა დამაჯერებელია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

“ჩვენთან ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევა მიმდინარეობს, მაგრამ ასევე რამდენიმე მიმართულებაზე მტრის შეტევაც მიმდინარეობს. ანუ დღეის მდგომარეობით შეტევაშიც ვართ, და დაცვაშიც. უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებებზე. მიმდინარეობს ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა…

ამის გარდა, სამხრეთში ჩვენი სამხედროები მინდვრების სრულ დანაღმვას აწყდებიან. ამიტომ ძალიან რთულია წინსვლა. კი, ეს შესაძლებელია, ნელა, თუ ციფრებს შევხედავთ, მაგრამ ეს წინსვლა დამაჯერებელია”, - განაცხადა მალიარმა.

285