გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კლასის სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შესაბამისი ენერგეტიკული სისტემების ერთ ღამეში გარდაქმნა, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინის ომი ერთ ღამეში არ დასრულდება. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ დიდი ბრიტანეთი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დამატებით, 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალხარისხიან აღჭურვილობას გაუგზავნის, მათ შორის, Starsteak-ის საზენიტო რაკეტებს, რომლებიც სამჯერ მეტი სიჩქარით ისვრის და კიდევ 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას", - განაცხადა ჯონსონმა.