კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კანადაში შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხუთი უდიდესი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერები პარიზში ევროპული თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ.
ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ - ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კაია კალასი ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა, აშშ-უკრაინის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, პავლო პალისა სოციალურ ქსელში წერს.
ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე „მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა.
ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა.
ჩვენს ირგვლივ სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პუტინი აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.