
ფინურმა ავიაკომპანია Finnair-მა, გაფიცვის გამო, 19 მაისისთვის დაგეგმილი ასზე მეტი რეისი მოულოდნელად გააუქმა.
მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია Finnair-მა განაცხადა, რომ ჰელსინკის მახლობლად მდებარე ვანტაას აეროპორტიდან და მისი მიმართულებით ასზე მეტ რეისს აუქმებს აეროპორტში რუტინული პროცედურების შეფერხების გამო, რაც პროფკავშირების გაფიცვითაა გამოწვეული.
დასაქმებულთა პროფკავშირი სრულმასშტაბიან გაფიცვას არ გამორიცხავს, რათა ამ გზით ზეწოლა მოახდინოს დამსაქმებლებზე საჰაერო მგზავრთა გადაყვანის სექტორში დასაქმებულების კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში.