
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ესპანელ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, აღნიშნა, რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ ხალხი იმსახურებს სიმართლეს და ფაქტების ცოდნას იმაზე, თუ რა საშინელი სისასტიკე ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა უკრაინაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს წინაშე ვიდეომიმართვისას უკრაინაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ უკრაინაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და იმ მძიმე დანაშაულებზე ისაუბრა, რაც რუსეთმა ბუჩაში და სხვა ქალაქებში ჩაიდინა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ თუ ქვეყანას რეალურად შესთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას უკრაინა დათანხმდება.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ შეისწავლა ქალაქ ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებები და დაადგინა, რომ ცხედრები დასახლების ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო რუსეთსა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად დარჩენა. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ბუჩაში ჩაიყვანეს უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებსაც მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გადაღების საშუალება მისცეს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქალაქ ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს გამოეხმაურა და განაცხადა – "ის, რაც ბუჩაში მოხდა, არის აღმაშფოთებელი და ეს ყველამ ნახა, ვფიქრობ, ეს არის ომის დანაშაული. ეს კაცი (პუტინი) სასტიკია".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩას მოვლენები ინსცენირებულია.